isis

გოგო, რომელიც 15 წლის ასაკში ISIS-ს შეუერთდა ორსულადაა და ბრიტანეთში დაბრუნება უნდა

0 კომენტარი

ბრიტანელი თინეიჯერი, რომელიც 15 წლის ასაკში ISIS-ს შეუერთდა ამბობს, რომ სახლში დაბრუნება უნდა. 

შამიმ ბეგუმმა გაერთიანებული სამეფო ორ კლასელთან ერთად, 2015 წელს, სამხრეთ ლონდონიდან დატოვა. ის ჩრდილოეთ სირიაში ჟურნალმა The Times-მა იპოვა. გოგო ახლა 19 წლისაა და ცხრა თვის ორსულია. მან ჟურნალს უთხრა, რომ სახლში დაბრუნება და ბავშვის გაჩენა სურს. ბეგუმი ამბობს, რომ არ ნანობს სირიაში წასვლას, თუმცა მან ასევე უთხრა ჟურნალს, რომ "ხალიფატი დასრულდა. ისინი უფრო და უფრო ცოტანი ხდებიან და იმდენი ჩაგვრა და ბოროტმოქმედება ხდება, რომ არ მგონია გამარჯვებას იმსახურებდნენ." 

ბეგუმის თქმით, მას ორი სხვა ბავშვი ჰყავდა, რომლებიც ჩვილობისას საკვების ნაკლებობისგან და დაავადებებისგან მოკვდნენ. მისივე თქმით, მისი 27 წლის დანიელი ქმარი, რომელიც ასევე იბრძოდა ISIS-სთვის, რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს მხარდაჭერილ სირიის დემოკრატიულ ძალებს დანებდა და მას შემდეგ არ უნახავს. 

"ვაცნობიერებ, თუ რას ფიქრობენ ჩემზე სახლში. ყველაფერი წავიკითხე რასაც ჩემზე წერდნენ, მაგრამ მინდა მაინც დავბრუნდე და ბავშვი გავაჩინო. ყველაფერს გავაკეთებ რომ მშვიდად ვიცხოვრო ბავშვთან ერთად. " - ამბობს ბეგუმი . 

ბუნდოვანია დათანხმდება თუ არა ბრიტანეთის ხელისუფლება ბეგუმის დაბრუნებას. ბრიტანეთს საკმაოდ მკაცრი კანონები აქვს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ISIS-ის ტერიტორიაზე მოგზაურობიდან ბრუნდებიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები