სერგეი სკრიპალის მოწამვლა

The Times: სერგეი სკრიპალის მდგომარეობა გაუარესდა, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა

ბრიტანული გამოცემა The Times წერს, რომ სოლსბურში მოწამლული ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. Times-ის წყაროს ცნობით, სკრიპალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას სამედიცინო დახმარებას საკუთარ სახლში უწევენ. 

გამოცემის მიხედვით, ექიმებს ეშინიათ, რომ სკრიპალი "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ბოლომდე რეაბილიტირებას ვერ შეძლებს. 

"თვითონ ეს ნივთიერება სავარაუდოა, რომ გაქრეს და ორგანიზმიდან ბოლომდე გამოვიდეს, თუმცა მისი ეფექტი დიდხანს გასტანს,"- ამბობს ნოტინგჰემის უნივერსიტეტის სამეცნიერო თანაშემწე უეინ კარტერი Times-თან საუბრისას. 

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთი კი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები