ემზარ კვიციანი

დარეგისტრირდა ცენტრი, რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს

საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ემზარ კვიციანის დაანონსებული ცენტრი, რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს. მისი სახელწოდებაა - "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი".

"ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად, აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანებენ და იქნება დახმარება მაგათი" - თქვა კვიციანმა.

დეპუტატის განმარტებით, წყვილებმა განცხადება უნდა დაწერონ.

"მოგვმართავენ, რომ "დაქორწინებას ვაპირებთ, გთხოვთ დახმარებას" და დახმარება წავა მაგათზე, პირველადი დახმარება იქნება და მერე ყველა ბავშვზე... [დახმარების ოდენობა] იქნება დამოკიდებული იმაზე, რა თანხა შეგროვდება, აუცლებლად ეს იქნება გაპიარებული, ყველას ეცოდინება მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის" - ამბობს ემზარ კვიციანი.

კომენტარები