Burberry

"სუიციდი არ არის მაღალი მოდა" - Burberry ბოდიშს იხდის ჰუდის გამო, რომელიც ყულფითაა გაფორმებული

მაღალი მოდის ბრენდმა Burberry-მ მწვავე კრიტიკის შემდგომ, ბოდიში მოიხადა და გაყიდვებიდან ამოიღო ახალ კოლექციაში წარმოდგენილი ჰუდი, რომელიც ყულფითაა გაფორმებული.

"ძალიან ვწუხვართ, შეცდომა დავუშვით და ბოდიშს ვიხდით იმ პროდუქტის გამო, რომელიც 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში წარმოვადგინეთ", - ამბობს მარკო გობეტიBurberry-ის აღმასრულებელი დირექტორი.


ფოტო: JOHN PHILLIPS/BFC
2019 წლის ახალი კოლექცია მაღალი მოდის სახლმა ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა.

კომენტარები