სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო

0 კომენტარი
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ ე.წ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის შემოწმების დროს ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს. 

"თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები; სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის, უკანონოდ განთავსების ფაქტები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და ა.შ. ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონით გათვალისწინებული სანქციები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამოღებულია ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა,"- აცხადებს სააგენტო. 

ამასთან, მათივე ცნობით, ტერიტორიაზე არაორგანიზებული ვაჭრობის, ე.წ გარე ვაჭრობის პირობებში, მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს, რის შესახებაც თბილისის მერიის მინიციპალურ ინსპექციას აცნობეს. 
 

გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმებული ბიზნესოპერატორები:

შპს «იბერია», შპს «ორიონი», ი.მ ვეფხვია სარიშვილი, შპს «დანტე», შპს «ლეგო 2011», ი.მ.ბაკურ ასიტაშვილი. საქმიანობის არეალი - დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ეგრეთწოდებულ გვირაბში არსებული ხორცის სარეალიზაციო ობიექტები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები