ცეცხლსასროლი იარაღი

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის კახეთში 2 ადამიანი დააკავეს

შსს

შსს-მ კახეთში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს - 1955 წელს დაბადებული მ. ხ. და 1977 წელს დაბადებული მ. ო

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მ.ხ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და სხვადასხვა კალიბრის 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მ.ო.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე ) მიმდინარეობს.

კომენტარები