ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა ოსკარზე სიმღერა SHALLOW შეასრულეს - ვიდეო

რამდენიმე საათის წინ, ოსკარის რიგით 91-ე ცერემონია დასრულდა.

ნომინაციაში საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის, A Star is Born-თვის დაწერილმა Shallow-მ გაიმარჯვა, რომელსაც ლედი გაგა და ბრედლი კუპერი ასრულებენ.

"დიდი მადლობა აკადემიას ამ პატივისთვის, მადლობა ამ ოთახში მჯდომ ყველა ადამიანს. მადლობა ჩემს დას, ჩემს ოჯახს, მიყვარხართ დედა და მამა. ბრედლი, შენ გარდა არ არსებობს ადამიანი პლანეტაზე, ვინც ამ სიმღერას ჩემთან ერთად იმღერებდა. დიდი მადლობა", - თქვა ლედი გაგამ ოსკარის მიღების შემდეგ.

ნომინაციაში გამარჯვებისა და სიტყვის თქმის შემდეგ, ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა დოლბის თეატრის სცენა მომღერლების ამპლუაში დაიკავეს და სიმღერა "Shallow" შეასრულეს.

 

კომენტარები