ამინდის პროგნოზი

წვიმა, თოვლი, ქარი, ქარბუქი - როგორი ამინდი იქნება 1 მარტამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-28 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება..

თბილისში 25 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26-28 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას +9, +11 გრადუსის ფარგლებში ვარაუდობენ.

კომენტარები