თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 27 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, კაჭარავას, თელავის, ძევერის, ეთერ კაკულიას, ძეგლევის, დესპინე გელოვანის, შორაპნის, უჯარმის, შირაქის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დოლაბაურის, ზინდისის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, პატარძეულის, გარეკახეთის, დოესის და კახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამგორი-II დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ხვედელიანის, ქებურიას, ენუქიძის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, კუტუზოვის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, ოჟიოს, გიორგი მიროტაძის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები