იაპონია

მსოფლიოში ყველაზე პატარა ახალშობილი 5-თვიანი ინკუბაციის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს

5-თვიანი ინტენსიური თერაპიის კურსის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე პატარა ახალშობილი ბიჭი საავადმყოფოდან გაწერეს და სახლში წაიყვანეს. 

თავდაპირველად, დედამისი არ იყო დარწმუნებული, რომ ბავშვი გადარჩებოდა. ის 2018 წლის აგვისტოში დაიბადა და იმდენად პატარა იყო, რომ ზრდასრული ადამიანის ორ ხელს შორის თავსდებოდა. ბავშვი ოდნავ უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე ერთი ცალი გრეიპფრუტი. ტოკიოში არსებული სამშობიარო სახლის ცნობით, ბიჭის თავდაპირველი წონა 0.3 კგ-მდე იწონიდა. 



ბავშვის დედა ნაადრევად ამშობიარეს, რადგანაც ექიმები შეშინდნენ, რომ ის შესაძლოა, მუცელში ვერ გადარჩენილიყო, რადგან 24 კვირაზე მან ზრდა შეწყვიტა. 

ექიმმა ტაკეში არიმიცუმ, რომელიც ბავშვს მკურნალობდა, CNN-ს უთხრა, რომ როდესაც ახალშობილი დაიბადა, მას ხელოვნური სუნთქვა და ინკუბატორში მოთავსება სჭირდებოდა ინტენსიური თერაპიისთვის. 

ტოკიოში დაბადებულმა ახალშობილმა 2009 წელს გერმანიაში დაბადებული ახალშობილი ბავშვის წონის რეკორდი მოხსნა.

1936 წლიდან დღემდე მსოფლიოში სულ 23 ბავშვის გადარჩენა შეძლეს, რომლებიც 0.3 კგ-ზე ნაკლებს იწონიდნენ. მათგან 19 გოგო იყო. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ახალშობილი ბავშვის საშუალო წონა 3.3 კგ-ია. 

5-თვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ ტოკიოში დაბადებული ბავშვი წონა 3 კგ-მდე ავიდა. ახლა ის სრულიად ჯანმრთელია და საავადმყოფოდან 20 თებერვალს გაწერეს.

კომენტარები