ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მაიკლ ჯექსონი

LEAVING NEVERLAND - ფილმი, სადაც ორი კაცი ყვება როგორ ძალადობდა მათზე მაიკლ ჯექსონი

ორშაბათი, 4 მარტი, 2019 - 15:40
მაიკლ ჯექსონი და უეიდ რობსონი
tbl.ge/3iqz
დაკოპირდა

3 და 4 მარტს HBO-ს ეთერში დენ რიდის გადაღებული ორ-ნაწილიანი დოკუმენტური ფილმი "Leaving Neverland" გადაიცემა.

ფილმი ორი კაცის მონათხრობს შეეხება, რომლებიც იძახიან რომ მაიკლ ჯექსონი 7 და 10 წლის ასაკში მათზე სექსუალურად ძალადობდა.

ჯეიმს სეიფჩაკმა მაიკლ ჯექსონი 10 წლის ასაკში გაიცნო, როდესაც მასთან ერთად პეპსის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, უეიდ რობსონმა კი მაიკლ ჯექსონი 7 წლის ასაკში კონცერტზე გაიცნო.

"ყოველ ღამე როდესაც მასთან ვიყავი, ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას, ამ დროს კი დედაჩემი გვერდით ოთახში იყო", - ამბობს ფილმში უეიდ რობსონი.

მისივე თქმით, პოპის მეფე მას ეუბნებოდა, რომ თუ ოდესმე ვინმე იმის შესახებ გაიგებდა, რასაც ისინი სახლში აკეთებდნენ, მათ სამუდამოდ ციხეში წასვლა მოუწევდათ.

ჯეიმს სეიფჩაკის თქმით, მაიკლ ჯექსონი მას ეუბნებოდა, როგორ უყვარდა ის, როგორი წმინდა იყო მათი მეგობრული ურთიერთობა, შემდეგ კი მასზე ძალადობდა.

დოკუმენტურ ფილმს "Leaving Neverland" შემთხვევით არ ჰქვია - პოპის მეფეს კალიფორნიაში ვილა ჰქონდა, რომელსაც Neverland ერქვა, იქ კი ყველაფერი იყო რაც ბავშვებს მოწონდათ: ატრაქციონები, ტკბილეულის მაღაზიები, ეგზოტიკური ცხოველები, გემრიელი საჭმელი, კინოთეატრები და ა.შ.

"Leaving Neverland"-ის პრემიერი თავდაპირველად სანდენსის ფესტივალზე შედგა. პრემიერი შემდეგ მაიკლ ჯექსონის სააგენტომ HBO-ს უჩივლა და 100 მილიონი დოლარის გადახდა მოთხოვა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მოგვიანებით კი, დაანონსეს რომ ზუსტად ფილმის სატელევიზიო პრემიერების [3 და 4 მარტი] დროს მაიკლ ჯექსონის ბუქარესტში და უემბლიზე ჩატარებული კონცერტების ჩანაწერები დაიდებოდა "ლიმიტირებული დროით".

მაიკლ ჯექსონი სიცოცხლეშივე ორჯერ 1993 და 2003 წლებში დაადანაშაუელეს ბავშვების სექსუალურ შევიწროებაში. პირველ შემთხვევაში პოპის მეფე უდანაშაულოდ ცნეს, მეორე შემთხვევაში კი მისი სასამართლო პროცესები 2003 წლიდან 2005 წლამდე გრძელდებოდა და საბოლოოდ სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.

პოპის მეფე 2009 წელს გარდაიცვალა, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად არტისტად რჩება.

დოკუმენტური ფილმიმაიკლ ჯექსონისექსუალური შევიწროებაHBOბავშვები

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 21 აგვისტო, 2023 - 14:13მაიკლ ჯექსონის სარჩელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით შეიძლება განახლდეს
  • სამშაბათი, 8 თებერვალი, 2022 - 12:39ბოჰემური რაფსოდიის პროდიუსერი მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობას იწყებს
  • პარასკევი, 25 დეკემბერი, 2020 - 14:52მაიკლ ჯექსონის NEVERLAND-ის რანჩო 22 მილიონ დოლარად გაიყიდა
  • ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2020 - 02:13სასამართლომ მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა
  • შაბათი, 23 ნოემბერი, 2019 - 00:35BOHEMIAN RHAPSODY-ის პროდიუსერი მაიკლ ჯექსონზე ფილმს გადაიღებს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

Euromoney-ს გამოცემამ BOG საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა ESG მიმართულებით (რ)
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 16:42

Euromoney-ს გამოცემამ BOG საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა ESG მიმართულებით (რ)

ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება - სირსკი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 14:42

ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება - სირსკი

ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია სისტემური ზეწოლის ქვეშაა – მედიაკოალიცია სანაიას დაკავებაზე
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 14:41

ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია სისტემური ზეწოლის ქვეშაა – მედიაკოალიცია სანაიას დაკავებაზე

PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება (რ)
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 14:38

PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება (რ)

4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე (რ)
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 13:26

4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე (რ)

ყველაზე კითხვადი

ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
1ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
2WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
3რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები
4ქორწილის მოწმემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - შსს
521 ივლისის დილამდე თბილისში და შემოგარენში მოსალოდნელია წვიმა - სააგენტოს გაფრთხილება

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕