NBA-მ ფაჩულია დააჯარიმა

NBA-მ ზაზა ფაჩულია 25 ათასი დოლარით დააჯარიმა (ვიდეო)

0 კომენტარი

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) "დეტროიტ პისტონსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია 25 ათასი დოლარით დააჯარიმა. NBA მხოლოდ ფინანსური ჯარიმით შემოიფარგლა და ფაჩულიას მატჩების გამოტოვება არ მოუწევს.

"ტორონტოსთან" მატჩის მესამე პერიოდში, ფაჩულიამ მსაჯებთან კონფლიქტის გამო ტექნიკური ჯარიმა 2-ჯერ მიიღო და მოედანი დატოვა. პარკეტიდან გასვლამდე, 35 წლის ქართველმა უკმაყოფილება მატჩის ოფიციალურ წარმომადგენლებთანაც გამოხატა, რის გამოც NBA-სგან ფინანსური ჯარიმა დაეკისრა.

"დეტროიტისა" და "ტორონტოს" მატჩი ოვერტაიმში გადაიზარდა, სადაც ფაჩულიას გუნდმა მეტოქე 112:107 დაამარცხა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები