ქართული ოცნება

სესიაშვილი ღარიბაშვილზე: მისთვის მარადიული უფალი და სამშობლოა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს.

"მარადიული არის უფალი და სამშობლო – ამ სიტყვებით დაასრულა ქვეყნის სამსახური და ამ სიტყვებით აგრძელებს ხალხის სამსახურს,” - წერს ირაკლი სესიაშვილი Facebook-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი იქნება. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს 5 მარტის სხდომაზე მიიღეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ "თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერმინისტრის თანამდებობა".

კომენტარები