მოდა

კარლ ლაგერფილდის ბოლო კოლექცია შანელისთვის - ჩვენებაზე პენელოპა კრუსიც გამოჩნდა

0 კომენტარი
ფოტო: harper's bazaar

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში შანელის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა - ეს იყო ბოლო კოლექცია, რომელიც კარლ ლაგერფილდმა ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნა.

ლეგენდარული დიზაინერი 19 თებერვალს გარდაიცვალა, შესაბამისად ეს იყო შოუ კარლ ლაგერფილდის გარეშე.

ჩვენების დასასრულს მოდელების ნაწილმა ცრემლები ვერ შეიკავა.

ჩვენებაზე კარლ ლაგერფილდის მეგობარი პენელოპა კრუსიც გამოჩნდა.

მსახიობს თმაში შავი ბაფთა ეკეთა, ხელში კი თეთრი ვარდი ეჭირა - ამით მან პატივი მიაგო მისი მეგობრისა და შანელის ყოფილი კრეატიული დირექტორის ხსოვნას.

"ჩემს გულში ყოველთვის იქნება შენთვის ადგილი ჩემო ძვირფასო კარლ. არასდროს დავივიწყებ შენს სიკეთეს, ხელგაშლილობასა და ჩვენს სიცილში გატარებულ დღეებს. ეს მომენტები სამუდამოდ საგანძური იქნება ჩემთვის. შენ ჩვენ მრავალ მხრივ შთაგვაგონე. მადლობა მაესტო, მიყვარხარ", - დაუწერა პენელოპა კრუსმა კარლ ლაგერფილს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები