გაზის გაჟონვა

გლდანში CO-ს დაგროვების გამო, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, კიდევ ერთი - უგონო მდგომარეობაშია

0 კომენტარი

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთერთ ბინაში CO-ს დაგროვების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. კიდევ ერთი ადამიანი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალგაზრდები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, კუსტარული წყალგამაცხელებლის საკვამლე მილი ბინის მეპატრონეს მიერთებული ჰქონდა კორპუსის სავენტილაციო არხზე, რამაც CO-თი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ორი მეზობლის მოწამვლაც გამოიწვია.

"ადგილზე მისულმა ყაზტრანსგაზ-თბილისის თანამშრომლებმა ჩაჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია კამერიანი დანადგარი. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსნან ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები (“კალონკები”) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებენ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავენ კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს" - აცხადებს ყაზტრანსგაზი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები