არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

შსს: არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისათვის ამერიკაში ძებნილი პირი თბილისში დავაკავეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით თბილისში დააკავეს 1973 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ტეხასის შტატი 2018 წლიდან ეძებს.

შსს-ს ინფორმაციით, ჯ.ს. 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვანზე დამამძიმებელ გარემოებებში სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.

უწყებაში ამბობენ, რომ ის თბილისში, გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. 

მათივე ინფორმაციით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები