განათლება

ბახტაძე: განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა, რაც მიუღებელია

0 კომენტარი
ფოტო: მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკაში განათლების სექტორს არ აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ციფრი, ასეთ ერებს 21-ე საუკუნეში უჭირთ კონკურენცია საერთაშორისო ბაზრებზე.

"სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ორიენტირიც, რომ აღნიშნული იდეის რეალიზაციის შემდეგ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში და ის იყოს მინიმუმ ორნიშნა ციფრი - მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%", - თქვა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ახალი ინიციატივით, 2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი იქნება გათვალისწინებული, 2020 წელს - 2 მილიარდი, 2021 წელს - 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს.

"ჩვენი შეხედულებით, სწორედ განათლება არის გზა თავისუფლებისკენ - თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან და თავისუფლებისკენ ყველა იმ გამოწვევის გადალახვისკენ, რომელიც დგას ჩვენი ერის წინაშე. რეფორმა განათლების ყველა საფეხურს შეეხება - სკოლამდელ, საშუალო, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. ეს ნიშნავს მასშტაბურ ინვესტიციებს, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაში, არამედ გაზრდილ ინვესტიციებს ხელფასებში და კვლევით სამუშაოებზე. ეს არის ჩვენი ხედვა და ამ გზით ვაპირებთ, საქართველო გახდეს რეგიონული ეკონომიკური ცენტრი. ჩვენს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ სწორედ ის, რომ განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა, რაც მიუღებელია. ამან ჩვენს ეკონომიკას შეუქმნა მნიშვნელოვანი პრობლემები და ვფიქრობთ, ამ ინიციატივით ჩვენ საქართველოში შევქმნით მდგრადი და მზარდი ეკონომიკური განვითარების ატმოსფეროს", - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი.

მისი ინფორმაციით, განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით - ყველა რეგიონში აშენდება ახალი და მოხდება არსებული სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასშტაბური რეაბილიტაცია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები