facebook

მარკ ცუკერბერგი: FACEBOOK მეტად კონფიდენციალური გახდება

0 კომენტარი
ფოტო: Mark Zuckerberg

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის, თქმით სოციალური ქსელი უფრო კონფიდენციალური გახდება. 

ცუკერბერგი ამის შესახებ 6 მარტს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, რომ მომავალში "კონფიდენციალურობაზე ფოკუსირებული კომუნიკაციები" უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ღია სოციალური ქსელები. 

კონკრეტულად რა შეიცვლება?

  • ყველა მიმოწერის სერვისს დაემატება ბოლომდე დაშიფვრის სისტემა - ეს არის საკომუნიკაციო სისტემა, სადაც მხოლოდ მიმოწერაში ჩართულ მომხმარებლებს შეეძლებათ საკუთარი მიმოწერის წაკითხვა. მიმოწერის ნახვას ვერ შეძლებენ ჰაკერები, კრიმინალები, ზემდგომი მთავრობები და ვერც Facebook-ის ჯგუფი. 
  • შემცირდება გაზიარებული მასალის ხანგრძლივობა - რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სურათები, სტატუსები და პირადი მიმოწერები გაქრება. მიმოწერები გარკვეული პერიოდის, მაგალითად, 1 თვის ან 1 წლის შემდეგ წაიშლება. თუმცა, მომხმარებლებს ავტომატური წაშლის ფუნქციის გათიშვა შეეძლებათ. 
  • Facebook Messenger, Instagram და WhatsApp ელემენტების გაერთიანება - შეტყობინების გაგაზავნა სამივე აპლიკაციაში ერთდროულად იქნება შესაძლებელი.

ცუკერბერგის თქმით, Facebook-ის თავდაპირველი სახე არის "ქალაქის მოედნის" ციფრული ვერსია, სადაც შესაძლებელია საჯაროდ აზრების მიმოცვლა, უცხო ადამიანების გაცნობა, შეკრების ორგანიზება და ა.შ. ამრიგად, საჯარო ინფორმაციაზე მეტად არის ორიენტირებული. ამჟამად კი მეტ მომხმარებელს ურჩევნია ე.წ ციფრული "მისაღები ოთახი", რაც მეტად ინტიმურ და პირად კომუნიკაციებზეა ფოკუსირებული.

"მჯერა, რომ კომუნიკაციების მომავალი კონფიდენციალურობაზე იქნება ორიენტირებული. აქ ადამიანები დარწმუნებულები იქნებიან, რომ მათ ნათქვამს საფრთხე არ შეექმნება და მათი მესიჯები სოციალურ ქსელში სამუდამოდ არ დარჩება,"- აღნიშნავს ცუკერბერგი. 

ამასთან, კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც სოციალური ქსელი გეგმავს, ინფორმაციის შენახვას ეხება ისეთ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებები კარგად არ არის დაცული. ასეთ ქვეყნებში მთავრობები პირადი ინფორმაციის მოპოვებას ვერ შეძლებენ, რადგან მონაცემები არ იქნება შენახული. ცუკერბერგი წერს, რომ იცის, რომ ამის გამო შესაძლოა, მისი ქსელი რიგ ქვეყნებში დაიბლოკოს, თუმცა ინიციატივის განხორციელებას ამის მიუხედავად გეგმავს. 

ცუკერბერგი წერს, რომ მათ ამჟამად არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს კონფიდენციალური, დაცვითი სერვისების არსებობაზე, ისტორიიდან გამომდინარე. ამას იმით ხსნის, რომ ისტორიულად ქსელი უფრო ღია პლატფორმაზე იყო ორიენტირებული. 

კომპანია მიიჩნევს, რომ კონფიდენციალურობის დაცვით მომხმარებლის ნდობის აღდგენას შეძლებს. მისი თქმით, ადამიანებს აღარ მოუწევთ თავიანთი პოსტებისა თუ ანგარიშების წაშლა. ამგვარად, Facebook მომხმარებლებს წაახალისებს გააზიარონ მეტი სიახლე Facebook Story-ის სახით - გაზიარებული ინფორმაცია ერთ დღეში ქრება Facebook-დან.

ამ ცვლილებების მიუხედავად, საჯაროდ დაპოსტვის ფუნცია არ შეიცვლება, რადგან ეს ფუნქცია მომხმარებლებს ახალი ხალხისა და იდეების აღმოჩენაში ეხმარებათ.

Facebook-ისთვის მთავარია, რომ კომპანიას ნაკლები პირადი ინფორმაცია დარჩეს. 2018 წლის მაისში ცუკერბერგი Facebook მომხმარებლებს დაპირდა, რომ სოციალური ქსელი მისი 2 მილარდი მომხმარებლებისთვის მეტად უსაფრთხო გახდებოდა. აღნიშნულ ცვლილებებს ასამოქმედებლად რამდენიმე თვე დასჭირდება

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები