ავიაკატასტროფა

ეთიოპიაში ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. 

ბოინგ 737-ში 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის განცხადებით არავინ გადარჩენილა.

ქვეყნის პრემერმინისტრმა Twitter-ის გვერდზე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ბოინგი აბუ დაბიდან კენიის დედაქალაქ ნაირობისკენ მიფრინავდა. ის ქალაქ ბიშოფტუს სიახლოვეს ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. რეგიონში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები