მიუზიკლი

ბრიტნი სპირსის სიმღერები და ფემინისტი დისნეის პრინცესები - ახალი მიუზიკლი

0 კომენტარი
ბრიტნი სპირსი

ოქტომბერში ბროდვეის თეატრში, ბრიტნი სპირსის სიმღერებით შედგენილი და დისნეის პრინცესების მონაწილეობით ფემინისტური ხასიათის მიუზიკლი დაიდგმება.

მიუზიკლს "Once Upon a One More Time" ერქმევა და ის ბრიტნი სპირსის 23 სიმღერას მოიცავს. 

მიუზიკლში პერსონაჟები დისნეის პრინცესები იქნებიან, რომლებიც ბეტი ფრიდანის ფემინისტურ წიგნს  "Feminine Mystique"-ს წაიკითხავენ და ისეთ საკითხებზე დაფიქრდებიან, რაც აქამდე საერთოდ არ აინტერესებდათ.

"ფიფქიას ეგზისტენციალური კრიზისი დაეწყება. ეს ქალები სტერილურ გარემოში ცხოვრობდნენ, უცბად კი დაიწყეს მოდერნულ იდეებზე ფიქრი - მეორე და მესამე ტალღის ფემინიზმზე", - თქვა სცენარისტმა.

მიუზიკლის დადგმის იდეას თავად ბრიტნი სპირსიც გამოეხმაურა.

"ძალიან მიხარია რომ იდგმება მიუზიკლი ჩემი სიმღერებით, განსაკუთრებით კი მიხარია იმ მაგიური პერსონაჟების გამო, რომლებშიც გავიზარდე. მე ამით ოცნება ავიხდინე", - თქვა ბრიტნი სპირსმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები