ფულადი გზავნილები

თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებიდან $41.9 მლნ ფულადი გზავნილი შემოვიდა, რუსეთიდან - 31.62 მლნ

atmit.net

2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით, ეს 10.2%-ით (11.6 მლნ აშშ დოლარი) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის თებერვალში შემოსული ფულადი გზავნილების 33.4% (41.9 მლნ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნების ხვედრითი წელი 35.31% იყო.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ფული ($13.9 მლნ) იტალიიდან გამოგზავნეს, მეორე ადგილზე ($11.16 მლნ) საბერძნეთია, ხოლო მესამეზე - გერმანია ($3.57 მლნ). 

2019 წლის თებერვალში საქართველოში რუსეთიდან გამოგზავნეს 31.62 მლნ დოლარი, აშშ-დან 12.73 მლნ, ისრაელიდან - 12.83 მლნ, თურქეთიდან - 7.70 მლნ.

ამასთან, 2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მლნ აშშ დოლარი (47.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 18.0 მლნ აშშ დოლარი.

კომენტარები