რუსული ოკუპაცია

ადგილობრივის ინფორმაციით, ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ

ლუდა სალია

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ. ამის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში არიან.

"ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ. ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში" - წერს სალია.

ადგილზე მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" ჩავიდა, მათი თქმით, ოკუპანტები სოფელში არ უშვებენ.

ტაბულა სუს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას ამოწმებენ. 

კომენტარები