რუსი ოკუპანტები

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ხურვალეთში გამოჩენა არ დასტურდება

0 კომენტარი
ფოტო: ლუდა სალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების გადმოსვლა არ დასტურდება. სუს-ი მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. 

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს," - წერია სუს-ის განცხადებაში. 

ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში არიან.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები