რადიო თავისუფლების ქართული სამსახური

თეთრი სახლის პროექტით, 2020 წლისთვის რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დახურვა იგეგმება

დონალდ ტრამპი
Getty

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22%-იან შემცირებასა და რადიო თავისუფლების 3 სამსახურის, მათ შორის, ქართული სამსახურის გაუქმებას სთავაზობს. 

რადიო თავისუფლების ცნობით, პროექტის მიხედვით თეთრი სახლი კონგრესს 2020 წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის $124 მილიონიდან $87 მილიონამდე შემცირებას და 2020 წლისთვის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას სთავაზობს. ამავე პროექტის მიხედვით, ბალკანეთის სამსახურში მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები უნდა გაუქმდეს. 

ბიუჯეტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს, რომელსაც თეთრი სახლის საბიუჯეტო პროექტებში ხშირად მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს. მაგალითისთვის, 2019 წელს კონგრესმა რთე/რთ-ისთვის $124-მილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ $91 მილიონის დამტკიცებას ითხოვდა. 

"2020 ბიუჯეტის პროექტის კონგრესში გაგზავნა გრძელი პროცესის პირველი ნაბიჯია. რამდენადაც არ უნდა სურდეთ ჩვენს კრიტიკოსებს ზოგიერთი ქვეყნიდან წასული გვიხილონ, ჩვენ მოველით, რომ გავაგრძელებთ საციცოხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას აშშ-ის მხარდაჭერით,"- ამბობს რთე/რთ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დეიზი სინდელარი.

რადიო თავისუფლება 22 ქვეყანაში 26 ენაზე მაუწყებლობს. 

კომენტარები