გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის კატამ შუპეტმა ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა.
შუპეტმა კოლექციის გამოშვება თავის ინსტაგრამზე დაანონსა, სადაც მას 303 ათასი გამომწერი ჰყავს.
"მამის დაკარგვის შემდეგ მე ბევრს ვგლოვობდი. ამ პერიოდში, თქვენ მე სიყარულითა და მხარდაჭერით ამავსეთ. ყოველი მესიჯის წაკითხვის შემდეგ, მე კვლავ ვიპოვე ჩემი ხმა და ეს გახდა შთაგონება რომ გამომეშვა #RIPDADDY [მშვიდად განისვენე მამა] კოლექცია", - წერია შუპეტის ინსტაგრამზე.
ჯერჯერობით კოლექციიდან მხოლოდ მაისურისა და სვიტერის სურათებია გავრცელებული, რომლებსაც შუპეტი ახატია და აწერია "მშვიდად განისვენე მამა" - ზედატანების ფასი 16 დოლარია.
შანელისა და ფენდის ყოფილი კრეატიული დირექტორი, კარლ ლაგერფელდი 19 თებერვალს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.