ავარია

ვეფხი და მოყმის ძეგლთან ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა, დაშავებულია 1 პირი

GBC.ge

თბილისში, სანაპიროზე, ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახლოს ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა, რომლის შედეგადაც ერთი კაცი დაშავდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

კომენტარები