ნიკო ფიროსმანი

ტალინში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

0 კომენტარი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

ტალინის მიკკელის მუზეუმში ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა - "ფიროსმანი - მარტოხელა გენიოსის სამყარო" გაიხსნა.

წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას ეკუთვნის და ისინი ერთიან კოლექციად პირველად იქნა გამოფენილი საზღვარგარეთ.

გარდა ამისა, ტალინში ასევე გამოფენილია 1972 წელს პარიზში პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი და ფიროსმანის 3 ფერწერული ტილო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან.

გამოფენა მიკკელის მუზეუმში 2019 წლის 11 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები