მასწავლებლის გლობალური ჯილდო

ლადო აფხაზავამ მასწავლებლის გლობალური ჯილდო ვერ მიიღო

0 კომენტარი
ლადო აფხაზავა

რამდენიმე წუთის წინ, დუბაიში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა - მისი მფლობელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა.

გამარჯვებული ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა და მას პრიზად 1 მილიონი დოლარი ერგება.

10 ფინალისტს შორის იყო სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მისი გამორჩეული პროგრამაა "დემოკრატიული რევოლუცია“ , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ის 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები