შსს

ხაშურში შსს-მ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ცოლი დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყო ცხელ კვალზე. დაკავებული პირი აღიარებს დანაშაულს, ამასთან ერთად, ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა. ძალადობის მსხვერპლს ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებები, ექვსი ჭრილობა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარებაშია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები