არჩევნები 2019

მთაწმინდაზე ქართული ოცნების კანდიდატი ექიმი ლადო კახაძე იქნება

მთაწმინდის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი ექიმი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ლადო კახაძე მთაწმინდის ოლქში კენჭს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც იყრიდა, მაშინ ბლოკის - პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის სახელით. ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძეა, გირჩის - ჰერმან საბო. ასევე ცნობილია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს კობა დავითაშვილი.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. 

კომენტარები