არჩევნები 2019

ლადო კახაძემ 2016 წელს მთაწმინდის ოლქში 618 ხმა მიიღო

ქართულმა ოცნებამ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ხოლო 2016 წელს პაატა ბურჭულაძის ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის სახელით მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარ კანდიდატად იყარა კენჭი. გასულ არჩევნებზე მან მხოლოდ 618 ხმა (2.65%) მიიღო. შედარებისთვის, გრიგოლ ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან 1002 ხმა მიიღო, ლადო სადღობელაშვილმა, რომელიც კენჭს პატრიოტთა ალიანსის სახელით იყრიდა - 1224 ხმა (5.25%), ხოლო თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა ნიკოლოზ ფრუიძემ 1558 ხმა (6.69%).

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძეა, გირჩის - ჰერმან საბო. ასევე ცნობილია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებად იყრიან კენჭს კობა დავითაშვილი, გრიგოლ გეგელია და სოფიო ხორგუანი.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. 

კომენტარები