საფოსტო გზავნილები

განბაჟების მარჟის აწევა 500 ლარამდე - კომიტეტმა ევსაქების ინიციატივას მხარი დაუჭირა

0 კომენტარი
ფოტო: Amazon

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ევროპული საქართველოს ინიციატივას, გაიზარდოს საფოსტო გზავნილების განბაჟების მინიმალური ზღვარი 500 ლარამდე.

ინიციატივა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დღეს წარუდგინა კომიტეტს.

დღეისათვის, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება.

ევროპულმა საქართველომ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს მესამედ წარუდგინა. გიორგი კანდელაკის თქმით, ამის მიზეზი ლარის გაუფასურების გამო საკითხის გაზრდილი აქტუალობაა.

“საკითხი კარგად ნაცნობია, ამას აწყდება ყველა მოქალაქე, რომ ლარის გაუფასურების გამო რაიმეს პირადი მოხმარებისთვის გამოწერას ფაქტობრივად აზრი დაეკარგა” - განუცხადა კანდელაკმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს.

გასული წლების მანძილზე, ქართველი ინტერნეტმოვაჭრეები ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად დააზარალა. 2012 წელს 180$-იანი ამანათის გამოწერა იყო შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-ის დამატების გარეშე. დღევანდელი მოცემულობით, დღგ-ს გადახდა ინტერნეტმოვაჭრეებს უკვე 112$-ზე ძვირი საქონლის გამოწერის შემთხვევაში უწევთ.

ევროპული საქართველო გეგმავს, რომ შემდეგი მოსმენისას მინიმალური მარჟის ოდენობა კიდევ უფრო მეტად აწიოს. გიორგი კანდელაკის თქმით, მეორე მოსმენაზე პარლამენტს შესთავაზებს, მინიმალური მარჟა 600 ან 700 ლარამდე გაიზარდოს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს (ვიდეო)

კომენტარები