კრიმინალი

თბილისში გასახდომი პროდუქციის მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს

რუსთავი 2

თბილისში შეიარაღებულმა პირებმა გასახდომი პროდუქციის მაღაზია ჰერბალაიფის დაყაჩაღება სცადეს. თამარაშვილის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. შსს-ს ცნობით, თავდამსხმელებმა მაღაზიიდან ვერაფერი წაიღეს.

მაღაზიის თანამშრომლები რუსთავი 2-თან საუბარში ამბობენ, რომ შეიარაღებული მამაკაცი ფულს ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები