შსს: რუსთავში მაღაზია "ზუმერი" არასრულწლოვნებმა გაქურდეს

timer.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს ქალაქ რუსთავში მაღაზიათა ქსელ "ზუმერის" ფილიალის გაქურდვის საქმეზე 2 არასრულწლოვანი ამხილა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდობა 2004 წელს დაბადებულმა გ.ვ.-მ და 2002 წელს დაბადებულმა ლ.ა.-მ ჩაიდინეს. 

მათ 24 მარტს რუსთავში მდებარე მაღაზიიდან 25 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს და თბილისში ერთერთ მაღაზიაში ჩააბარეს. შსს-ის ინფორმაციით, ნაქურდალი ტექნიკა ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს და ის 3-დან 5 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 

კომენტარები