სასამართლო

"ვინც მოსამართლეთა კლანი არ გაუშვას, იმის დედას შე***ი" - გირჩის შეთავაზება მოსამართლეებს

0 კომენტარი

გირჩი სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს აკრიტიკებს და სხვა მოსამართლეებს შეთავაზებით მიმართავს.

ამის შესახებ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ, უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ჰერმან საბო ამბობს, რომ გირჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კანონმდებლობის შეცვლის გზით, პარტია სახლში გაუშვებს ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც სასამართლოს ნებისმიერ რგოლში ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანთან არის აფილირებული. 

ამასთან, გირჩი სხვა მოსამართლეებს სთავაზობს, გამოვიდნენ და საჯაროდ ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომლების დღეს სასამართლო სისტემაშია და ასევე დაადასტურონ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის არსებობა. ასეთ შემთხვევაში, პარტია ამ მოსამართლეებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეებად დანიშვნას პირდება. 

"გვინდა, შევთავაზოთ ყველა მოქმედ მოსამართლეს, რომ თუ ისინი გამოვლენ და საჯაროდ დააფიქსირებენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქართულ სასამართლოს აქვს და ამ კლანის არსებობას საჯაროდ დააფიქსირებენ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ მოსამართლეებს, როგორც ყველაზე კეთილსინდისიერ ადამიანებს სისტემაში, დავნიშნავთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად,"- ამბობს ჰერმან საბო. 

საბოს თქმით, კლანი მზად არის, ემსახუროს ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინაიდან მათ მორალური საზღვრები არ გააჩნიათ და სწორედ ამიტომ, მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყველა პოლიტიკური პარტია იყოს ერთსულოვანი იმაში, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ვინც არ უნდა მოვიდეს ძალაუფლების სადავეებთან, ნებისმიერი პარტია დაეთანხმება ამ კლანის სახლში გაშვებას:

"ანუ მოკლედ რომ ვთქვა, ვინც კლანი სახლში არ გაუშვას, იმის დედას შე***ი". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები