ვენესუელა

დონალდ ტრამპი: რუსეთი ვენესუელიდან უნდა გამოვიდეს

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და ფაბიანა როსალესი ფოტო: The White House

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მოუწოდა ვენესუელადან გამოვიდეს. ამის შესახებ მარ თეთრ სახლში ვენესუელის გარდამავალი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მეუღლესთან, ფაბიანა როსალესთან შეხვედრისას ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ართულებს თუ არა რუსეთის ჩართულობა ვენესუელაში არსებულ სიტუაციას ტრამპმა უპასუხა:

"რუსეთი უნდა გამოვიდეს. კიდევ რა შეკითხვა გაქვთ?"

ტრამპმა ასევე თქვა, რომ თეთრი სახლი ამ პოზიციის შესახებ რუსეთმა კარგად იცის და იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოიქცევიან ყველა სამოქმედო ვარიანტი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას კარაკასთან მდებარე აეროპორტში ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა. გავრცელებული ინფორმაციით მათ ქვეყანაში ასამდე სამხედრო და დიდი რაოდენობით შეიარაღება ჩაიტანეს.

ამაზე კომენტარი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც გააკეთა:

"აშშ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ვენესუელაში ჩასვლას პროვოკაციად აღიქვამს და რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მადუროს რეჟიმის მხარდჭერა და დადგეს გუაიდოს გვერდზე, ამ ჰემისფეროში და მსოფლიოს გარშემო მდებარე ქვეყნების გვერდზე, სანამ თავისუფლება არ აღდგება." თქვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრა და მოუწოდა შეწყვიტონ "არაკონსტრუქციული ქცევა" ვენესუელაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მტკიცებით ვენესელაში თვითმფრინავები სამხედრო კონტრაქტის ფარგლებში ჩავიდნენ.

რუსეთი მხარს უჭერს ნიკოლას მადუროს რეჟიმს და გმობს სხვა ქვეყნების მიერ ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებას. რამდენიმე თვის წინ ვენესუელამ და რუსეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც ჩაატარეს.

ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ამასთანავე, ნიკოლას მადურო უარს ამბობს ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე და მის დასაბლოკად კოლუმბიასთან და ბრაზილიასთან საზღვრებიც კი ჩაკეტა. ის ამბობს, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები