ქობულიას სახლის გაქურდვა

შსს: ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ფაქტი გავხსენით

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ფაქტი გახსნეს. უწყების ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.უ. მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ  ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო," - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე 
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ შსს-ში მედიასთან საუბარში ქობულიას სახლის გაქურდვის ფაქტს არ ადასტურებდა თავად მინისტრი კი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაზე კითხვებს, ვერ უპასუხებდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები