თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Reuters

28 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქიზიყის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, აბესაძის, ანტონ კათალიკოსის, დადიანის, ლესელიძის, ვახტანგ ბერიძის, კუფტინის, საიათნოვას, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო «სამგორი»-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის და მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, დემნა შენგელაიას და მამკოდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ტრაპაიძის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი 

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას II შესახვევის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი 

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მეგობრობის გამზირის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მნათობის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, შალვა ნუცუბიძის, გურიელის, ირაკლი გამრეკელის, დელისის, იოველ ჯებაშვილის, გაზაფხულის და თამაზ ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამ ფანჯიკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები