სოციალური მუშაკების პროტესტი

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურმა მუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეწყვიტონ გაფიცვა. 

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: 

"გაფიცვის მეოთხე დღეს პირველად მოხდა შეხვედრა სოციალური დაცვის მინისტრთან. შეხვედრის ფარგლებში გავიარეთ მათ მიერ შემოთავაზებული „ოთხპუნქტიანი გეგმა“. აღნიშნული გეგმა შემოთავაზებული იყო მედიაციის პროცესშიც. დღეს გეგმის პუნქტები უფრო მეტად დაკონკრეტდა,თუმცა, მოთხოვნების ნაწილი კვლავ შეუსრულებელია, ნაწილი კი საერთოდ არ არის ასახული გეგმაში.

ამ ეტაპზე სოციალური მუშაკები ელოდებიან შუალედური შეთანხმების დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნება კონკრეტული ვადები, პასუხისმგებელი პირები და პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის გეგმა.

შეთანხმება შედგა შემდეგ საკითხებზე:

  1. ტექნიკური სამუშაოსგან განტვირთვა _ ვაუჩერია ბეჭდვა, ხელშეკრულებების მომზადება, 3 სოციალური პროგრამის ჩახსნა.
  2. 12 იურისტი ემატება სოციალურ სამსახურს.

ნაწილობრივი შეთანხმება შედგა:

  1. ტრანსპორტის საკითხთან დაკავშირებით: 15 აპრილამდე იგეგმება 30_მდე სატრანსპორტო საშუალების გამოყოფა. ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში გაიწერება ყველა სერვისცენტრის და
  2. რაიონული განყოფილების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
  3. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა სატრანსპორტო ტალონებზე თბილისის მასშტაბით. 
  4. კადრების დამატებასა და საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. სამინისტროს არ აქვს პასუხი 50 კადრს დაემატება 20 საპროცესოსთვის სპეციალიზირებული კადრი თუ ეს 50 კადრი მოიაზრებს ამ 20 ადამიანს.
  5. ფსიქოლოგი დაემატა 1 თბილისს, სხვა არცერთ რაიონში ფსიქოლოგის მატებას ვერ გვპირდებიან ამ ეტაპზე.

შეთანხმება არ შედგა:

  1. ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით. 
  2. ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერა არ გამარტივებულა.

ვითვალისწინებთ ყველა სოციალური მუშაკის საჭიროებებს განსაკუთრებით რეგიონში მომუშავე სოციალური მუშაკების.

მოცემულ ეტაპზე სოციალური მუშაკები კვლავ აგრძელებენ გაფიცვას.

მადლობა თანადგომისთვის!". 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დღეს დავით სერგეენკომ თქვა, რომ მათ რიგ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს, ხოლო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა გაფიცვა, სოც. მუშაკები მას შემდეგ მიიღებენ, რაც შეხვედრის მონაწილეები სხვა სოც. მუშაკებს გაესაუბრებიან

"მე ვფიქრობ, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხვალიდან გაფიცვა შეწყდება და გეგმიურ მუშაობაში ჩაერთვებიან", - თქვა სერგეენკომ. 

რას სთავაზობს ჯანდაცვის უწყება სოციალურ მუშაკებს, ნახეთ აქ. 

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით 25 მარტიდან გაიფიცნენ.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები