Rammstein

Rammstein-ის ხმაურიანი მუსიკალური ვიდეო - ჯგუფს ჰოლოკოსტის გაშარჟებაში ადანაშაულებენ

გერმანულმა ჯგუფმა Rammstein-მა 7 წლიანი პაუზის შემდეგ ახალი მუსიკალური ვიდეო - Deutschland (გერმანია) გამოუშვა. კლიპს დიდი გამოხმაურება მოყვა და მსმენელთა ნაწილის დიდი კრიტიკაც დაიმსახურა.

9 წუთის ხანგრძლივობის კლიპი გერმანიის ისტორიის სხვადასხვა ეპოქაზე მოგვითხრობს. ერთ ნაწილში ჯგუფის წევრებს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების ფორმა აცვიათ და კისერზე ყულფები აქვთ ჩამოცმული. ერთერთ წევრს დავითის ყვითელი ვარსკვლავიც უკეთია, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში ჰოლოკოსტის დროს ებრაელების იდენტიფიცირებისთვის იყენებდნენ. 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ემანუელ ნაჰშონი Twitter-ზე წერს, რომ ჯგუფმა ებრაელების ტრაგედია გასართობად გამოიყენა, რაც დიდი სირცხვილია. 

"ვუერთდებით ადამიანებს, რომლებიც კლიპის სასწრაფოდ წაშლას მოითხოვენ"- წერს ნაჰშონი.

კრიტიკოსთა ნაწილმა ჯგუფს ჰოლოკოსტის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებასა და ნაცისტების მიმართ სიმპათიაში დაადანაშაულეს. 

გერმანიაში სემიტიზმთან ბრძოლის კომისიის წევრი ფელიქს კლაინი ამბობს, რომ ჯგუფმა დასაშვებ ნორმას გადააბიჯა. 

Rammstein-ის ახალი ალბომი 17 მაისს გამოვა.

კომენტარები