კონტრაცეფცია

კაცებისთვის განკუთვნილმა კონტრაცეპტივმა უსაფრთხოების ტესტი გაიარა

0 კომენტარი

კაცებისთვის განკუთვნილმა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა ტესტირება წარმატებით გაიარა. ჯამრთელი მამაკაცები აბს ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე იღებდნენ, ტესტირებამ აჩვენა ენდოკრინული სისტემის ისეთი ცვლილება, რომელიც ეფექტურ კონტრაცეფციას უზრუნველყოფს. კვლევის პირველი ფაზის შედეგები 24 მარტს გამოქვეყნდა, Endocrine Society-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, ნიუ ორლეანში.

ექსპერიმენტალურ  კაცის ორალურ კონტრაცეპტივს 11-beta-MNTDC (11-beta-methyl-19-nortestosterone dodecylcarbonate) ეწოდება. ის წარმოადგენს სახეცვლილ ტესტესტერონს, რომელიც აერთიანებს მამაკაცის ჰორმონის, ანდროგენისა და პროგესტერონის თვისებებს, აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კრისტინა ვონგი.

“ჩვენი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ აბი, რომელიც ორი ჰორმონის აქტივობას აერთიანებს, შეამცირებს სპერმის წარმოქმნას და ამასთანავე ინარჩუნებს ლიბიდოს.” - ამბობს ვონგი.

კვლევა 40-მა ჯამრთელ კაცზე LA BioMed-ში და ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარდა. 10-მა მონაწილემ შემთხვევითობის პრინციპით კაფსულებით პლაცებო მიიღო, 30-მა კი - 11-beta-MNTDC-ის ორი სხვადასხვა დოზა: 14-მა  - 200 , ხოლო 16-მა 400 მილგრამიანი დოზა. მონაწილეები პლაცებოს ან 11-beta-MNTDC-ს აბს ყოველდღე საკვებთან ერთად იღებდნენ 28 დღის განმავლობაში.

კაცები, რომლებიც 11-beta-MNTDC-ს იღებდნენ, ცირკულაციაში მყოფი ტესტოსტერონის საშუალო დონე დაეცა ისე დაბლა, როგორც ეს ხდება ანდროგენის დეფიციტისას, მაგრამ მონაწილეებს არ განუცდიათ მსგავსი შემთხვევებისთვის დამახასიათებელი მძიმე გვერდითი მოვლენები.

ვონგის თქმით, გამოვლინდა შედარებით მსუბუქი ფორმის გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა დაღლილობა, აკნე და თავის ტკივილი. ხუთი მამაკაცი უჩიოდა სექსის სურვილის დაქვეითებს, ორი კი მსუბუქ ერექციული დისფუნქციის, თუმცა, ვონგის თქმით, სექსუალური აქტივობა არ შემცირებულა. კვლევაში ჩართული მამაკაცებიდან არც ერთს არ შეუწყვეტია წამლის მიღება გვერდითი მოვლენების გამო და ყველა მათგანმა შეძლო უსაფრთხოების ტესტის გავლა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, მედიცინის პროფესორის სტეფანი ფეიჯის თქმით, 11-beta-MNTDC დაბალი ტესტოსტერონის ეფექტები მინიმალური იყო, რადგან კონტრაცეპტივი ასრულებს ტესტოსტერონის ფუნქციას, თუმცა არ არის იმდენად კონცენტრირებული სათესლეებში, რომ სპერმის გამოყოფა შეძლოს.  სპერმის წარმოსაქმნელად საჭირო ჰორმონების დონე შემცირდა. აბის მოქმედება მიღების შეწყვეტის შემთხვევაში შექცევადი აღმოჩნდა.

ვინაიდან წამლის მოქმედებას სულ მცირე 60-დან 90 დღემდე სჭირდება, 28 დღიანი მკურნალობა ძალიან მოკლე პერიოდია წამლის ეფექტურობის დასადგენად, ხსნის ვონგი. იგეგმება გრძელვადიანი კვლევები და თუ წამალი ეფექტური იქნება, კვლევები უფრო გაფართოვდება და დაიწყება მისი სექსუალურად აქტიურ წყვილებში ტესტირება .

"უსაფფრთხო კონტრაცეპტივები მამაკაცებისთვის დაახლოებით10 წელში უნდა იყოს ხელმისაწვდომი”- ვარაუდობს ვონგი.

მისი თქმით  ბევრი მამაკაცი მზადაა ასეთი ტიპის კონტრაცეპტივები გამოიყენოს. 2005 წლის თებერვალში Human Reproduction ჯურნალში გამოქვეყნებულ მულტინაციონალურ გამოკითხვაში 9000 კაციდან 55% მზად იყო, ეცადა კონტრაცეფციის ახალი მეთოდები, თუ მათი მოქმედება შექცევადი იქნებოდა.

ექსპერიმენტული კონტრაცეპტივი -  11-Beta-MNTDC შემადგენლობით დიმეთანდროლონის მსგავსია, რომელიც პირველი პოტენციული ჩასახვის საწინააღმდეგო აბია მამაკაცებისათვის, რომელმაც იმავე კვლევითი გუნდის ტესტირება გაიარა.

"ჩვენი მიზანია ისეთი ნივთიერების პოვნაა, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება და ყველაზე ცოტა გვერდითი მოვლენა ექნება. ჩვენ ვიკვლევთ ორ ორალურ წამალს ერთმანეთის პარალელურად და ვცდილობთ კონტრაცეპტული მედიცინის სფერო განვავითაროთ”.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები