ევროსაბჭოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია

ევროსაბჭოს დელეგაციაში ბესელიას და კვაჭანტირაძეს, თალაკვაძე და კილაძე ჩაანაცვლებენ

პარლამენტი

76 მომხრე და 12 მოწინააღმდეგე - პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების განახლებული შემადგენლობის თაობაზე დადგენილების პროექტი დაამტკიცა.

ამ დადგენილებით 10 მუდმივმოქმედი დელეგაცია განახლდა, მათ შორის ევროსაბჭოს დელეგაციაც, რომლის წევრებიც ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე აღარ იქნებიან. მათ მმართველი პარტიის მოქმედი წევრები სოფიო კილაძე და არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლებენ. 

გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა. 

ახალი დადგენილების მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წარდგენილები იქნებიან: თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე. სათადარიგო შემადგენლობაში კი სოფო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე იქნებიან. 

პროექტს თავდაპირველად მხარდაჭერა საპროცედურო კომიტეტზე დაუჭირეს, რის შემდეგაც მას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმაც უყარა კენჭი და მწვავე კამათის მიუხედავად, ქართული ოცნების დეპუტატებმა მას მხარი მაინც დაუჭირეს. 

კომენტარები