მშობიარობა

61 წლის ქალმა, გეი შვილისა და მისი ქმრისთვის შვილიშვილი გააჩინა

0 კომენტარი
ფოტო: Ariel Panowicz

აშშ-ში, 61 წლის ქალმა, სუროგაციის გზით გეი შვილისა და მისი ქმრისთვის ბავშვი გააჩინა.

სესილი ელიჯმა, ნებრასკას სამედიცინო ცენტში ორშაბათს იმშობიარა.

მას შემდეგ, რაც ქალის შვილმა მეთიუ ელიჯმა და მისმა ქმარმა ელიოტ დოჰერტიმ გადაყვიტეს, რომ შვილი უნდოდათ, დოჰერტის დამ მათ ამისთვის საკუთარი კვერცხუჯრედის გამოყენება შესთავაზა. წყვილი მას დათანხმდა და გადაწყვიტა სუროგატი დედა ეპოვათ, თუმცა პროცესი გართულდა, რადგან ბევრ ადამიანს არ სურდა გეი წყვილის დახმარება.

"ნებრასკა ცოტათი კონსერვატიულია - ჩვენ გაუბედავად მივდიოდით სააგენტოებში და გვქონდა შიში, რომ ხელს შეგვიშლიდნენ ჰომოსექსუალობის გამო", - თქვა მეთიუ ელიჯმა.

შემდეგ, წყვილს სუროგატობაზე მეთიუს დედა დათანხმდათ.

"არასდროს მიყოყმანია. ძალიან აღელვებული ვიყავი, რადგან მათი თავგადასავალის ნაწილი გავხდი. ეს იყო უპირობო სიყვარული", - თქვა სესილი ელიჯმა.

თავდაპირველად, წყვილი ქალის ასაკის გამო ყოყმანობდა, თუმცა ექიმებმა ისინი დაარწმუნეს რომ მას მშობიარობა შეეძლო.

ბევრი კვლევების შემდეგ, ექიმებმა ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის მეთიუ ელიჯის სპერმა და მისი ქმრის, ელიოტ დოჰერტის დის კვერცხუჯრედი გამოიყენეს.

"ჩვენ მადლობლები ვართ ყველაფრისთვის. ძალიან გვიხარია, რომ უმაც და მისი ბებიაც კარგად არიან", - თქვა მეთიუ ელიჯმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები