ფოტოგრაფმა სარა ბეტეამ ისლანდიაში არსებულს ყინულის გამოქვაბულებს სურათები გადაუღო.
სარა ბეტეა ბუნების ფოტოგრაფია - ის ისლანდიაში ორჯერ ჩავიდა, დიდი დრო გაატარა ყინულის გამოქვაბულებში და იქიდან შესანიშნავი სურათებით დაბრუნდა.
"დეკემბერი იყო, შუა დღე, მზე ჰორიზონტთან ახლოს ჩერდებოდა. ხუთი წუთით ან ცოტა მეტით, მზე გამოქვაბულების შესასვლელს გაუსწორდა და ყინულმა ქარვასავით ბრწყინვალება დაიწყო", - თქვა ფოტოგრაფმა.