ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 9 აპრილამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 5-6 აპრილს +17+22 გრადუსი იქნება, ხოლო 7 აპრილიდან +21,+26 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალ მთაში მოთოვს. სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას +16, +21 გრადუსის ფარგლებში ვარაუდობენ.

თბილისში 6 აპრილს, დღის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები