Game of thrones

ჯორჯ მარტინი: GOT-ის ფინალური სეზონი არ უნდა იყოს მერვე სეზონი

0 კომენტარი
ჯრჯ მარტინი

წიგნის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ავტორმა ჯორჯ მარტინმა Hollywood Reporter-თან ისაუბრა, რომ Game of Thrones არ უნდა მორჩეს.

Game of Thrones ჯორჯ მარტინის წიგნების მიხედვით არის გადაღებული.

"არ ვფიქრობ, რომ მერვე სეზონი ფინალური უნდა იყოს, მაგრამ უკვე აქ ვართ. ჩემთვის ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი გასულ კვირას დავიწყე. უფრო დიდი დრო გავიდა? დროის გასვლა ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ეს ამაღელვებელი იყო", - თქვა ჯორჯ მარტინმა.

"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" სერიებში ჯორჯ მარტინს სულ 5 წიგნი აქვს გამოშვებული, ახლა კი მეექვსეს წერს.

"ვიცი ეს დასასრულია, მაგრამ ჩემთვის არც ისე. მე კვლავ ვწერ წიგნს. ჩვენ ასევე ვიცით 5 პრიქველის შესახებ, რომლებიც გამოვა. ვფიქრობ, მე ვესტეროსში ვიქნები მაშინ, როდესაც ყველა წავა", - თქვა ჯორჯ მარტინმა.

Game of Thrones-ის მერვე სეზონი 14 აპრილს გამოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები