მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოში

ბახტაძე: ვალების ჩამოწერის იდეის ინიციატორი მე ვიყავი

ევროსაბჭო

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, "ვალების ჩამოწერის" იდეის ინიციატორი თავად იყო. 

ბახტაძემ ამის შესახებ ევროსაბჭოში ისაუბრა ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად - რუმინეთის წარმომადგენელმა, იულიან ბულაიმ იკითხა პარტიიდან "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპის ჯგუფისთვის": 

"ჩემი კითხვა ეხება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. თქვენი აზრით, როგორ შეესაბამება კანონის უზენაესობას ის, რომ მმართველი პარტიის ლიდერი 600 000 ადამიანს ვალების თავისი ფულით ჩამოწერას ჰპირდება და ხომ არ განიხილავთ წინადადებას, სამოქალაქო სექტორის ზეწოლის და ბრალდებების ფონზე ეს საკითხი საქართველოში დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ გამოიძიოს და თუ არა, როგორ გგონიათ, როგორ აისახება ეს საქარველოს ურთიერთობაზე ევროპასთან". 

ბახტაძემ უპასუხა: 

"მადლობა ამ თემის წამოწევისთვის. იმიტომ რომ, მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის იდეა მე მეკუთვნის, მე გამოჩნდა, როცა ფინანსთა მინისტრი ვიყავი. აგიხსნით: საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, 600 ათასზე მეტი ადამიანი ე.წ შავ სიაში იყო მოხვედრილი. მათ არ ჰქონდათ შანსი, მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. საუბარია 300 ათას მოქალაქეზე მეტზე. ეს უმრავლესობაა. არჩევნებამდე როგორც პრემიერმინისტრმა, ამ იდეის ინიცირება მოვახდინე. 2018 წლის აგვისტოში კი, როგორც პრემიერმინისტრმა, ვთქვი, რომ ამ იდეას განვახორციელებდით 2018 წლის შემოდგომაზე და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ეს იდეა არჩევნებამდე გაცილებით ადრე დაანონსდა. ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენს ეკონომიკას ჰქონდა, ეს საფრთხის შემცველი იყო. თუ რეიტგინგებს შეხედავთ, ბოლო დროს მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში დავწინაურდით. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს ასე მოხდა, ის არის, რომ ჩვენ ეს პროექტი განვახორციელეთ. ასე რომ, გარწმუნებთ, რომ ამას კავშირი არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებთან. მე პირადად ვარ ამ იდეის ინიციატორი". -  თქვა მამუკა ბახტაძემ. 

მთავრობის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ე.წ.გ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები გაუნულდათ. დავალიანების პორტფელები ფონდმა ქართუმ ამოისყიდა.  

თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რეალურად რამდენი გადაიხადა ფონდმა ქართუმ ვალების განულებისთვის. 

ამ პროგრამას ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ და მთავრობას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებდა, ვინაიდან ის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორს განხორციელდა. 

 

კომენტარები