სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის სასამართლომ აბორტის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში მოქმედი აკრძალვა აბორტზე არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლოს ბრძანებით კანონი 2020 წლის ბოლომდე უნდა გადაიხედოს.

აკრძალვა 1953 წელს შემოიღეს. მისი მიხედვით ქალები, რომლებიც აბორტს გაიკეთებდნენ ჯარიმით ან პატიმრობით ისჯებოდნენ. გამონაკლის შემთხვევებს გაუპატიურება, ინცესტი ან ქალის ჯანმრთელობისათვის შექმნილის საფრთხე წარმოადგენდა. პატიმრობა ემუქრებოდათ იმ ექიმებსაც, ვინც აბორტის პროცედურას ჩაატარებდა.

მიმდინარე კვირას გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 58% აკრძალვის მოხსნას ემხრობოდა.

მიუხედავად აკრძალვისა სამხრეთ კორეაში აბორტი მაინც ხელმისაწვდომი იყო და ქალები ამისათვის იშვიათად სამართლდებოდნენ, თუმცა ქვეყანა ქალის უფლებათა დამცველი ჯგუფის აქტივისტები ამბობენ, რომ ეს თაობების მანძილზე არსებული სოციალური სტიგმის მოხსნას შეუწყობს ხელს.

არსებული მონაცემებით 2017 წელს ქვეყანაში 50,000 აბორტის პროცედურა ჩატარდა, 2010 წელს კი 169,000. კლებას კონტრაცეფციის და ოჯახის დაგეგმვის შესახებ ცნობადობის გაზრდას უკავშირებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები