დონბასი

ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის სეპარატისტი ლიდერი: დონბასი რუსეთს უნდა დაუბრუნდეს

Alchetron

ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის სეპარატისტმა ლიდერმა დენის პუშილინმა თქვა, რომ დონბასი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.

“დონბასი რუსულია… ის სამშობლოს უნდა დაუბრუნდეს,” - პუშილინმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში თქვა.

“სასურველია ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდეს, თუმცა გვესმის გეოპოლიტიკური ვითარება,” - აღნიშნა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერმა.

ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის სეპარატისტმა ლიდერმა 2014 წელიც გაიხსენა და თქვა, რომ რუსები სოციალური ქსელებიდან ეხმარებოდნენ, შემდეგ კი იყო “პოლიტიკური თანადგომა” რუსეთის მთავრობისგან.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები