მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ვის სჭირდება დასავლეთში, უკრაინას კოსმოსური ხომალდების წარმოება შეეძლოს? არავის

0 კომენტარი
ფოტო: www.facebook.com/SaakashviliMikheil/

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში უკრაინელებს შეხვდა.

"უკრაინამ რეფორმები უნდა განახორციელოს, მაგრამ არა უცხოეთისათვის. გაიგეთ, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ არის რუსეთი, რომელსაც უკრაინის განადგურება სურს, პუტინის რუსეთი. პუტინი ცალსახად მტერია. დიახ, დასავლეთი უკრაინის მოკავშირეა. ჭეშმარიტად, უკრაინას დასავლეთზე უკეთესი მოკავშირე არ ჰყავს, მაგრამ დასავლეთიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, პრინციპში, წარმოადგენს დასავლეთის კოლონიალურ მიდგომებს. ყველას აწყობს დასავლეთში, რომ უკრაინა იყოს წარმატებული და სასურველია, რომ უკრაინა იყოს, არსებობდეს, მაგრამ იყოს ძალიან წარმატებული? ნუ, ეს ვის აწყობს, უკაცრავად? მე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ მითხრა "ჩვენ სანამ გვიღებდნენ ევროკავშირში ვფიქრობდით, რომ მიწიერი სამოთხე იყო. მოვხვდით ევროკავშირში და აღმოჩნდა, რომ ისეთი კონკურენციაა, იქ ისე ძირავენ ერთმანეთს. და ეს სიმართლეა. დასავლეთში ვის სჭირდება უკრაინაში თვითმფრინავების მშენებლობა. ვის სჭირდება დასავლეთში, რომ უკრაინას კოსმოსური ხომალდების გამოშვება შეეძლოს? არავის. უკრაინა როგორც აგრარული დანამატი? კიბატონო. ისიც, რაღაც ჩარჩოებში, რადგან აგრარულ პროდუქტებს სხვა ქვეყნებშიც აწარმოებენ. ზოგიერთი ტიპის აგრარული პროდუქცია, ზოგიერთი რესურსი. მთავარი სარგებელი უკრაინის თქვენ ხართ. უკრაინას იყენებენ როგორც წყაროს კვალიფიციური, შრომისუნარიანი, მაგრამ იაფფასიანი სამუშაო ძალის. პოლონეთის ეკონომიკის ზრდის მთავარი წყარო ახლა უკრაინელები და ბელარუსელები არიან. და ცოტათი ქართველები და მოლდოველები." თქვა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მან ამ თემაზე გუშინ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დასავლეთს კოლონიალური მიდგომები აქვს და ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არ სჭირდება.

"უკრაინის რეფორმები საზღვარგარეთისთვის არ უნდა ჩატარდეს. აი, დღეს ვუყურებ, მაკრონი [საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც დღეს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა] უმტკიცებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომ ის მათ დაელაპარაკება. არაა საჭირო არავისთან მოლაპარაკება. უკრაინაში რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ უნდა განხორციელდეს. მე კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურებს და მინდა, გითხრათ, რომ კი, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგროც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ყოველთვის ყველას, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებს... ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა" თქვა მან.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები